Wednesday, November 19, 2014
დღე -მე-9
პროექტის პორტფოლიო
დღეს სრულდება ჩვენი ტრენინგი,რომელმაც რამდენიმე დღით მოსწავლის როლში ჩაგვაყენა და ამითაც იყო სახალისო.
პედაგოგებმა გააკეთეს პრეზენტაციები, შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, მივიღეთ რეკოპმენდაციები და შენიშვნები. განსაკუთრებით საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა ხათუნა .ძნელაძემ. ტრენინგით გაფართოვდა ჩვენი ცოდნა კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ,შესაძლებლობა მოგვეცა სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გავხადოთ პროექტ-გაკვეთილებით . სასურველია, მეტი დრო ეთმობოდეს ტრენინგს.მინდა მადლობა ვუთხრა გვანცას საინტერესო მეცადინეობებისთვის,მასთან ურთიერთობა იყო ძალიან სასიამოვნო მისი საოცრად თბილი და უბრალო ხასიათის გამო. მისგან ვისწავლე ,რომ მოსწავლე აუცილებლად უნდა გაამხნევო,კომპლიმენტი უთხრა შესრულებული დავალების გამო. მადლობა ინტელს მოცემული ტრენინგისთვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment